06 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
ვაშინგტონში მოედანს, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, ბორის ნემცოვის სახელი მიენიჭება

ვაშინგტონში მოედანს, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, ბორის ნემცოვის სახელი მიენიჭება. გადაწყვეტილება ამის შესახებ, შეერთებული შტატების დედაქალაქის ადმინისტრაციაში ერთხმად მიიღეს.

27 თებერვალს, რუსი ოპოზიციონერის მკვლელობიდან ზუსტად 2 წლისთავზე, მოედანზე ახალი მისამართის აღმნიშვნელი დაფები განთავსდება. დღეიდან კი, მოედანს 2 ოფიციალური მისამართი ექნება.

გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელ მისამართს გამოიყენებს რუსეთის საელჩო, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში თავად მიიღებენ.

ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 2015 წლის 27 თებერვალს გვიან ღამით მოკლეს.


დღის ამბები