06 ოქტომბერი 2024,   10:34
ვრცლად
ბრედ პიტმა ”სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავთან, ემილია კლარკთან პაემანი წააგო

ბრედ პიტმა ”სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავთან პაემანი წააგო. ჰოლივუდის ვარსკვლავი საქველმოქმედო აუქციონში მონაწილეობდა, სადაც ერთ-ერთი ლოტი ემილია კლარკთან ერთად კინოსეანსი იყო.

დრაკონების დედის როლის შემსრულებელთან ერთად, ახალი ეპიზოდის ნახვის საწყისი ფასი 20 ათასი დოლარი იყო, ბრედ პიტი ამ პაემანში 90 ათას დოლარს იხდიდა, თუმცა ბოლო წამს ის უცნობმა მყიდველმა დაამარცხა, რომელმაც კლარკთან პაემანში 160 ათასი დოლარი გადაიხადა.

საქველმოქმედო აუქციონი, რომელსაც ყოველ წელს შონ პენი ჰაიტელების დასახმარებლად მართავს, ლოს ანჯელესში გაიმართა. გალა საღამოზე ვარსკვლავებმა 4 მილიონი დოლარი შეაგროვეს. 

დღის ამბები