06 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
კალიფორნიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

კალიფორნიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. ამ დრომდე გრძელდება მასშტაბური სამაშველო ოპერაცია. ასობით მაშველი და სამხედრო მოსამსახურე შტატის სამხრეთ რეგიონის დასახლებებში სტიქიის შემდეგ დაკარგულებს ეძებენ. წინასწარი ინფორმაციით მხოლოდ სანტა-ბარბარაში წყალდიდობისა და მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა. განადგურებულია 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენოიბის კიდევ უფრო გაზრდას არ გამორიცხავს. 

დღის ამბები