06 ოქტომბერი 2024,   10:37
ვრცლად
პარიზში 4 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს

4 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს გვიან ღამით პარიზში. შეიარაღებულმა პირებმა სასტუმრო "რიცში" მდებარე საიუველირო მაღაზია გაძარცვეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, თავდასხმაში 5 მამაკაცი მონაწილეობდა. მათ მაღაზიაში
ფანჯარა ნაჯახებით ჩაამსხვრიეს. პოლიციამ 5 ეჭვმიტანილიდან 3 უკვე დააკავა. ამ როისთვის უცნობია შეძლეს თუ არა სამართალდამცველებმა მოპარული ძვირფასეულობის დაბრუნება.

დღის ამბები