06 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის მთავარი მიზეზი შესაძლოა, ბორტზე მომხდარი აფეთქების სერია გახდა

ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის მთავარი მიზეზი შესაძლოა, ბორტზე მომხდარი აფეთქების სერია გახდა. ასეთ დასკვნამდე მივიდა სპეციალური კომისია, რომელიც სმოლენსკის ავიაკატასტროფის გარემოებებს ხელახლა იძიებს.

ექსპერტების შეფასებით, "ტუ 154-ის" ბორტზე სულ მცირე სამი აფეთქება მოხდა, რამაც თვითმფრინავის მარცხენა ფრთის დაზიანება გამოიწვია.

მანამდე ლაინერის კორპუსის დაზიანების მიზეზად ხესთან შეჯახება სახელდებოდა. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით ტექნიკური ანგარიში აპრილში იქნება მზად.

პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი სმოლენსკთან 2010 წლის 10 აპრილს ჩამოვარდა. კატასტროფას ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი ემსხვერპლა. 

დღის ამბები