06 ოქტომბერი 2024,   10:35
ვრცლად
ჩეჩენი სამართალდამცველები დაკავებული უფლებადამცველის ოჯახს ემუქრებიან

ჩეჩენი სამართალდამცველები დაკავებული უფლებადამცველის ოჯახს ემუქრებიან. ორგანიზაცია "მემორიალის" გროზნოს ფილიალში აცხადებენ, რომ სამართალდამცველები ორგანიზაციის ხელმძღვანელს ოიუბ ტიტიევს აიძულებენ, რომ ბრალი აღიაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ნათესავებისთვის სერიოზული პრობლემების შექმნით ემუქრებიან. "მემორიალის" ჩეჩნეთის ფილიალის ხელმძღვანელი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის ბრალდებით პოლიციამ 9 იანვარს დააკავა. მომხდარის გამო, ევროსაბჭოს შემდეგ, შეშფოთება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოთქვა და ჩეჩნეთის ხელისუფლებას ტიტიევის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა. 

დღის ამბები