21 დეკემბერი 2024,   20:15
ვრცლად
ნორმატივების ჩაბარებისას გარდაცვლილი სპეცრაზმელი - ოჯახს ოფიციალური ვერსიის არ სჯერა 

შს სამინისტროს გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს, დღემდე არ აქვს პასუხი, რა ვითარებაში დაიღუპა 37 წლის ძალოვანი. შემთხვევა ერთი წლის წინ მოხდა. განსაკუთრებულ დავალებათა მე-6 სამმართველოს სპეცრაზმელი ოფიციალური ვერსიით, ნორმატივებს სირბილში დაახლოებით 130 თანამებრძოლთან ერთად აბარებდა.

მოწმეების ჩვენებით, მაშინ, როდესაც ფინიშამდე 400 მეტრი იყო დარჩენილი, სოსო ანესაშვილი გამვლელ სატვირთო მანქანას შეახტა, თუმცა თავი ვერ შეიკავა, ჩამოვარდა და თავის მძიმე ტრამვა მიიღო. საავადმყოფოში მიყვანისას სპეცრაზმელი უკვე გარდაცვლილი იყო. ამ ვერსიის სპეცრაზმელის ოჯახს არ სჯერა.

მეუღლის დაღუპვიდან 1 წლის შემდეგ, ქეთი სიდამონიძე უკვე სამინისტროს საჯაროდ ეკითხება, რატომ არ იყო დაცული უსაფრთხოების ზომები ნორმატივების ჩაბარების დროს.

დაღუპული სპეცრაზმელის მეუღლეს ეჭვი აქვს, რომ ძალოვნები სიმართლეს მალავენ, რადგან ავტომობილი, რომელიც 37 წლის სპეცრაზმელს შეეჯახა, კომპანია "იბოლიას" ეკუთვნის, ამ კომპანიის ერთ ერთი მფლობელი კი "ქართული ოცნების" გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძეა. თუმცა, თავად მაკრახიძე ანესაშვილის ოჯახის ვერსიას არ ეთანხმება.

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის ვერსიას ამყარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაც.

სახელმწიფოს, მაიორ სოსო ანესაშვილის არც დაკრძალვის ხარჯები აუღია საკუთარ თავზე და არც მისი 2 მცირეწლოვანი ბავშვისთვის პენსია დაუნიშნავს.

დღის ამბები