26 დეკემბერი 2024,   14:24
ვრცლად
არ გამოვრიცხავ, რომ საქმე ეხებოდეს სპეცსამსახურების რაღაც თამაშებს - ჩეჩენი ბლოგერი აჰმედ ჩატაევის საქართველოში შემოსვლაზე

„არ გამოვრიცხავ, რომ საქმე ეხებოდეს სპეცსამსახურების რაღაც თამაშებს,“ - ეს განცხადება ბლოგერმა, ტუმსო აბრურახმანიმ, აჰმედ ჩატაევის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა.

ჩატაევის საქმე ბურუსით არის მოცული ყველასთვის, მათ შორის, იმ ჩეჩნებისთვისაც, რომლებიც კადიროვის ხელისუფლების მიერ დევნილ მოქალაქეებთან მჭიდრო ურთიერთობებში იმყოფებიან.

ტუმსო აბრურახმანი კურიერთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ აჰმედ ჩატაევი საქართველოში სპეცსამსახურების საიდუმლო კავშირებით მოხვდა.

„მეც უცნაურად მეჩვენება ეს ფაქტი, რადგან თავად ჩატაევს ჰქონდა ძალიან სერიოზული გარეგნული მახასიათებელი. მას არ ჰქონდა ხელი და ფეხი, ამ ვითარებაში უბრალოდ შეუძლებელი იყო, ის ვინმე სხვა პიროვნებაში შეგშლოდა. ეს მართლაც ძალიან უცნაურია და არ გამოვრიცხავ, რომ საქმე ეხებოდეს სპეცსამსახურების რაღაც თამაშებს,“ - აცხადებს ტუმსო აბრურახმანი.  

ბლოგერი თბილისში ცხოვრობდა და მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ლტოლვილის სტატუსი არ მისცა, იძულებული გახდა, ივლისში საცხოვრებლად ევროპაში გადასულიყო.

აჰმედ ჩატაევი ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. 

დღის ამბები