06 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
პერუში 7.1 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მსხვერპლი მოჰყვა ძლიერ მიწისძვრას პერუში. 7.1 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგების შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა, 65 დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მიწისძვრის ეპიცენტრი პერუს წყნარი ოკეანის სანაპიროზე, ქალაქ აკარის მახლობლად მდებარეობდა. დაზარალებულ რეგიონში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

სტიქიის შედეგად სრულიად განადგურებულია 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, დაზიანებულია საავტომობილო გზები.

დღის ამბები