06 ოქტომბერი 2024,   10:37
ვრცლად
სირიაში სამთავრობო ძალების მიერ საჰაერო იერიში განხორციელდა - არის მსხვერპლი

სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებულ მორიგ საჰაერო იერიშს სირიაში. აღმოსავლეთ გუთას რეგიონში, დაბომბვის შედეგად დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.

ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში საჰაერო თავდასხმებს რეგიონში 180-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

პარალელურა, ინტენსიური შეტაკებები გრძელდება იდლიბის პროვინციაშიც, სადაც ამბოხებულებმა სამთავრობო ძალების წინააღმდეგ კონტრ შეტევა დაიწყეს.

დღის ამბები