06 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
პალესტინა ვაშინგტონს ისრაელთან კონფლიქტის დარეგულირების საკითხში შუამავლად აღარ განიხილავს

პალესტინა ვაშინგტონს ისრაელთან კონფლიქტის დარეგულირების საკითხში შუამავლად აღარ განიხილავს. განცხადება ამის შესახებ მაჰმუდ აბასმა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ცენტრალური საბჭოს საგანგებო სხდომაზე გააკეთა.

პალესტინის ლიდერის თქმით, დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ, შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას აღარ მიიღებს.

მისი განცხადებით, ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შუამავლის ფუნქცია საერთაშორისო მხარდაჭერის მქონე ჯგუფს უნდა დაეკისროს.

დღის ამბები