06 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
აფეთქებების სერია ერაყის დედაქალაქში - გარდაცვლილია 35 ადამიანი

აფეთქებების სერია ერაყის დედაქალაქში. ბაღდადის ცენტრალურ მოედანზე თავი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი, 100-ს აღწევს.

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრო მსხვერპლის რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს, რადგან ადგილზე ცხედრებს ამ დრომდე პოულობენ.

ეს ბოლო სამი დღის განმავლობაში ბაღდადში მომხდარი რიგით მეორე თავდასხმაა. ორი დღის წინ ქალაქის საგუშაგოსთან მოწყობილ აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა. 

დღის ამბები