06 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის რასისტი არ არის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ ის რასისტი არ არის. განცხადება, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

გასულ კვირას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში კონგრესმენები მიიღო და რამდენიმე აფრიკული ქვეყანა ჰაიტისთან ერთად, ბინძურ ხვრელებად მოიხსენია.

მის გუნდში დღემდე აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპს მაშინ არანაირი ვულგარული ტერმინი არ გამოუყენებია. თუმცა, საზოგადოების მხრიდან პროტესტი კვლავ გრძელდება. ვაშინგტონში ტრამპის სასტუმროს შესასვლელზე პროექციით სიტყვა "ბინძური ხვრელი" გამოსახეს.

დღის ამბები