06 ოქტომბერი 2024,   10:35
ვრცლად
ჩრდილო და სამხრეთ კორეის წარმომადგენლები რიგით მეორე შეხვედრაზე შეიკრიბნენ

ჩრდილო და სამხრეთ კორეის წარმომადგენლები რიგით მეორე შეხვედრაზე შეიკრიბნენ. მოლაპარაკება ორივე ქვეყნის კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შორის საზღვარზე მდებარე ერთ-ერთ პავილიონში გაიმართა.

განხილვის თემა კი, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფხენიანიდან მოცეკვავეთა და მომღერალთა ჯგუფების გაგზავნა იყო. სპორტსმენებისა და ოფიციალური დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით მხარეები მომდევნო შეხვედრაზე იმსჯელებენ.

ოფიციალურმა სეულმა ფხენიანს ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა ჰოკეის ერთობლივი გუნდის გაგზავნა შესთავაზა. ამ ინიციატივას ჩრდილო კორეის ოლიმპიურ კომიტეტში აქტიურად განიხილავენ.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეაში 5 თებერვალს იხსნება.

დღის ამბები