06 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
დეტროიტის ავტოშოუზე მერსედეს-ბენცის ახალი მანქანა არნოლდ შვარცენეგერმა წარადგინა

დეტროიტის ავტოშოუზე Mersedes Benz-ის ახალი მანქანა არნოლდ შვარცენეგერმა წარადგინა. კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა და ცნობილმა მსახიობმა 2019 წლის მოდელი თავად გაატარა და რამდენიმე რთული მანევრიც შეასრულა.

ავტომობილის სცენაზე გაყვანის შემდეგ, კინოვარსკვლავმა აუდიტორიას მიმართა და განაცხადა, რომ 25 წელია მერსედესის ჯიპი ჰყავს.

მან ავტოგიგანტის ხელმძღვანელი სიმბოლურად კოვბოის ქუდით დაასაჩუქრა და ახალი მოდელიც ადღეგრძელა.

ავტოსალონი დეტროიტში ყოველწლიურად იმართება.

დღის ამბები