17 ივნისი 2024,   08:07
ვრცლად
10 საათს გაგრძელდა სუს-ში სამი პანკისელის დაკითხვა

10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სუს-ში, პანკისის ხეობაში მცხოვრები სამი ახალგაზრდის დაკითხვა. მათ შორის ერთ ერთი პანკისელი უხუცესის ჯარაფ ხანგოშვილის შვილი იუსუფ ხანგოშვილია.

ხანგოშვილით სამართალდამცველები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც "შაბათის კურიერმა" გაასაჯაროვა საქმის მტკიცებულებები, სადაც ჩანს, რომ ის ჩატაევის რაზმის წევრებთან და თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებოდა.

იგივე ვიდეო მასალას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც ჰქონდა, თუმცა სუს-მა კადრები გრაფიკულად დაამუშავა და ხანგოშვილის სახე დაფარა. 

დღის ამბები