ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა ნუცუბიძის ფერდობზე. 26 წლის სანდრო ჯორჯაძეს 4 ტყვია აქვს ნასროლი. ის ფეხის არეშია დაჭრილი. ახალგაზრდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„კურიერის“ ინფორმაციით, დაჭრას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
სისხლიანი დაპირისპირების ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრული აქვს პოლიციას.
„კურიერის“ ინფორმაციით, ნუცუბიძის პოლიციაში ამ წუთებში დაკითხვების სერია მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინსიტრომ გამოძიება სანდრო ჯორჯაძეზე თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.