რეანიმაციაში რჩება ამ დრომდე ნუცუბიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი. მედიკოსები პაციენტის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, მას ქირურგიული ჩარევა ისევ დასჭირდეს. 26 წლის სანდრო ჯორჯაძეს გადაუდებელი ოპერაცია გვიან ღამით რესპუბლიკურ კლინიკაში ჩაუტარდა.
"პაციენტს აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები ორივე ქვემო კიდურში, მარცხენა კიდურზე დაზიანებული იყო მუხლქვეშა არტერია, ვენა და ტიბიალური ნერვი და მარხენა წვივის ძვლების დამსხვრეული მოტეხილობა. მარჯვენა კიდურზე იყო ერთი ჭრილობა," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა ზვიად დემეტრაძემ.
ახალაგზრდა ნუცუბიძის ფერდობზე წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. უშუალოდ შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები გვიანობამდე მუშობდნენ. მთელი ღამე მიმდინარეობდა მოწმეთა დაკითხვა ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე პოლიციის სამმართველოში.
სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით მიმდინარეობს - იარაღის უკანონო შეძენა-ტარება და სხეულის განზრახ დაზიანება.