30 აპრილი 2024,   22:29
ვრცლად
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე - დაკითხვაზე ე.წ. სტამბოლის ბაზრის დირექტორი იმყოფება

ამ წუთებში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკითხვაზე ე.წ. სტამბოლის ბაზრის დირექტორი, მამუკა ცხოვრებაძე იმყოფება, რომელმაც მკვლელობის ღამეს განაცხადა, რომ მან ნახა პირველად მოკლული ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში და მას 6 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა დამნაშავემ იცოდა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული კამერები არ მუშაობდა და მკვლელობის შემდეგ, შემთხვევის ადგილი სათადარიგო კარით დატოვა.

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ჯგუფი ჩაერთო. საკუთარ კაბინეტში მოკლული გენერლის საქმეზე გამოძიებას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

სამართალდამცველებმა ე.წ. სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეები დაკითხეს. დაკითხვები ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის შენობაში, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები