12 ოქტომბერი 2024,   16:08
ვრცლად
კონსტიტუციაში ცვლილებების დამტკიცების პროცესის შესახებ NDI-ის გამოკითხულთა 69%-მა არ იცოდა

NDI-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის ერთი პუნქტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ეთმობა. პარლამენტმა 26 სექტემბერს დაამტკიცა ცვლილებები კონსტიტუციაში. კითხვაზე, იცოდით თუ არა ამ პროცესის შესახებ, გამოკითხულთა 69%-მა უპასუხა, რომ არა, 25%-მა იცოდა ამ პროცესის შესახებ, ხოლო 7%-მა კი დააფიქსირა პასუხი - „არ ვიცი“.

NDI-ის 2017 წლის ივნისის კვლევაში დაისვა კითხვა საკონსტიტუციო კომისიის მიერ 2017 წლის აპრილში კონსტიტუციის სამუშაო ვერსიის მიღების შესახებ, მოსახლეობის 32%-მა ამის შესახებ იცოდა.

NDI-იმ საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური განწყობები შეისწავლა და 2300-მდე რესპოდენტი გამოკითხა. კვლევა 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა.  გამოკითხვის შედეგების ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 1.9%-ია.

ამავე თემაზე
დღის ამბები