06 ოქტომბერი 2024,   10:37
ვრცლად
ყაზახეთში ავტობუსს ცეცხლი მოედო და მთლიანად დაიწვა - დაღუპულია 52 ადამიანი

50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ტრაგედიას ყაზახეთში. გზაზე მიმავალ სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი მოედო და მთლიანად დაიწვა. ავტობუსში 55 მგზავრი და ორი მძღოლი იმყოფებოდა. მათგან თავის გადარჩენა მხოლოდ ხუთმა შეძლო, დანარჩენი 52 ადამიანი კი ადგილზევე დაიღუპა.

გავრცელებული ცნობით, ავტობუსით უზბეკეთის მოქალაქეები მგზავრობდნენ, რომელიც რუსეთში მიდიოდნენ.

ადგილზე საგამოძიები სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ავტობუსში ცეცხლის გაჩენის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები