06 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
ევროსაბჭო ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის "მემორიალის" ოფისზე თავდასხმების გამოძიებას მოითხოვს

ევროსაბჭო ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის "მემორიალის" ოფისზე თავდასხმების გამოძიებას მოითხოვს. ორგანიზაციის რეგიონული ფილიალი ინგუშეთში ნიღბიანმა მამაკაცებმა დაარბიეს და შენობას ცეცხლი წაუკიდეს.

მომხდარის შემდეგ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ინციდენტი სამართლიანად და გამჭვირვალედ გამოიძიოს.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის შეფასებითვე, უფლებადამცველები ორგანიზაციების მუშაობას სახელმწიფოები უნდა იცავდნენ. ინგუშეთში თავდასხმა "მემორიალის" ჩეჩნეთის ფილიალის ხელმძღვანელის დაკავებიდან ერთი კვირის შემდეგ მოხდა.

დღის ამბები