06 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
ლისაბონის ანანასში დამალული ასობით კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს

ლისაბონის პორტში სამართალდამცველებმა ანანასში დამალული ასობით კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს. ნარკორეალიზატორებს 745 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება სამხრეთ ამერიკიდან ევროპაში გადაჰქონდათ.

კოკაინის პაკეტები, რომლებიც ანანასის ქერქში იყო მოთავსებული, სატვირთო კონტეინერებში იპოვეს. ოპერაცია ესპანელმა და პორტუგალიელმა სამართალდამცველებმა ერთობლივად ჩაატარეს. დაკავებულია 9 ეჭვმიტანილი. მათ შორის არიან დაჯგუფების ლიდერებიც.

გამოძიების ცნობით, მათ ყოველ 20 დღეში კოკაინის პარტია კოლუმბიიდან ჯერ ბარსელონაში, შემდეგ კი მადრიდში ჩაჰქონდათ და სპეციალურ ლაბორატორიებში ამუშავებდნენ.

დღის ამბები