26 დეკემბერი 2024,   18:23
ვრცლად
"ის ტემპი შენარჩუნებული ვერ იქნება, რაც წინასაარჩევნოდ იყო" - "ქართული ოცნების" მაჟორიტარები NDI-ის კვლევის შედეგებზე

საპარლამენტო უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატები NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურებიან, რომლის მიხედვით, მოსახლეობის 59%-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი. მათი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში დეპუტატობის კანდიდატები აქტიურად ხვდებიან წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩეველს და როდესაც ისინი ხდებიან მაჟორიტარი დეპუტატები, ისე ინტენსიურად შეხვედრებს ვეღარ ახერხებენ.

„არჩევნების წინ, დაახლოებით, ორთვიანი პროცესი კარგად მოგეხსენებათ, როგორც მიდის. ეს არის დღეში დაახლოებით, 3-4 შეხვედრა და ამ ტემპის გაგრძელება არჩევნების შემდეგ, როდესაც უკვე არჩეული დეპუტატი ხარ, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. 42 ათასი ამომრჩეველი იყო ჩემს უბანში, აქტიურობა, დაახლოებით, 60%-65% იყო, ანუ 20 ათასი ადამიანი წინასწარ უკვე განწყობილი იყო სკეპტიკურად თავისი მაჟორიტარის მიმართ და შემდეგ უკვე როდესაც მუშაობის სხვა პრინციპი გვაქვს, მე მაქვს სამშაბათი მოქალაქეების მიღების დღე, ბუნებრივია, ის ტემპი შენარჩუნებული ვერ იქნება, რაც წინასაარჩევნოდ იყო,“ - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატები იმასაც ამბობენ, რომ მათ უწევთ როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის პარლამეტში მუშაობა, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს.

 

დღის ამბები