20 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
მოსახლეობის 59%-მა არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი - NDI

მოსახლეობის 59-მა პროცენტმა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი. NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტში? - სწორი პასუხი გამოკითხული მოსახლეობის 26%-მა, არასწორი პასუხი 14%-მა, ხოლო პასუხი არ ვიცი - 59-მა პროცენტმა გასცა.

NDI-იმ საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური განწყობები შეისწავლა და 2300-მდე რესპოდენტი გამოკითხა.

საერთაშორისო ორგანიზაციამ კვლევა 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში ჩაატარა.  გამოკითხვის შედეგების ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 1.9%-ია.

ამავე თემაზე
დღის ამბები