06 ოქტომბერი 2024,   10:37
ვრცლად
თურქეთმა სირიაში ქურთი მებრძოლების პოზიციების დაბომბვა დაიწყო

თურქეთმა სირიაში ქურთი მებრძოლების პოზიციების დაბომბვა დაიწყო. პირველი საარტილერიო იერიში აფრინის რაიონში გამთენიისას განხორციელდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, ანკარამ ქურთი მებრძოლების განადგურების პირობა დადო და საზღვარზე მძიმე ტექნიკა გაგზავნა.

ასეთ ნაბიჯზე ერდოღანის ხელისუფლება მას შემდეგ წავიდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი სირიისა და თურქეთის საზღვარზე " სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურის" შექმნას გეგმავს. ახალ დანაყოფს კი, ქურთი მებრძოლებისგან დააკომპლექტებს.

ინფორმაცია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უარყო და ანკარას სამხედრო ოპერაციის გეგმის გაუქმება ურჩია.

აფრინში ოპერაციის დაწყებას აგრესიად აფასებენ ასადის ხელისუფლებაშიც. დამასკო თურქეთს სამხედრო თვითმფრინავების ჩამოგდებით ემუქრება.

დღის ამბები