30 აპრილი 2024,   22:23
ვრცლად
სასამართლომ 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულ მომღერალს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო გმირთა მოედნის ტერიტორიაზე რესტორან „აღაში“ სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულ მომღერალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. 

საბა სამუშიას განცხადებით, რესტორანში მომხდარ ჩხუბში 80-მდე ადამიანი მონაწილეობდა. დაცვის მხარის თქმით, საქმეში ორი დანა ფიგურირებს.

„არ ვიცით, ვინ დაჭრა და რამდენი დაჭრა, მაგრამ თავის დაცვის მიზნით, ის აქნევდა დანას, ამას აღიარებს. საქმეში მეორე დანაც ფიგურირებს, ორი დანა ფიგურირებს,“- განაცხადა ადვოკატმა, ირმა შალამბერიძემ.

ბრალდების მხარეც აცხადებს, რომ ამოღებულია მეორე დანაც, თუმცა მასზე სისხლის კვალი არ არის. 

საბა სამუშიას ბრალი სამი მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ხულიგნობა.

სისხლიანი დაპირისპირება რესტორან „აღაში“ რამდენიმე დღის წინ მოხდა. დაბადების დღეზე დაწყებული დაპირისპირება სამი ადამიანის დაჭრით დასრულდა,

 

ამავე თემაზე
დღის ამბები