06 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
შეერთებული შტატების ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა შეაჩერა

დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან ერთი წლისთავზე შეერთებული შტატების ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა შეაჩერა.

მიზეზი დაფინანსების არარსებობა გახდა. შესაბამისი კანონპროექტის მიღების საშუალება სენატში რესპუბლიკელებს დემოკრატებმა არ მისცეს. მათ ბიუჯეტის მხარდაჭერაზე უარი ე.წ. საემიგრაციო კანონპროექტთან დაკავშირებული უთანხმოების გამო თქვეს.

შეერთებული შტატების თანამედროვე ისტორიაში ეს არის მთავრობის მუშაობის შეჩერების პირველი შემთხვევა იმ პირობებში, როდესაც კონგრესის ორივე პალატას ერთი პარტია აკონტროლებს.

მომხდარი ნიშნავს, რომ ფედერალური უწყებების მილიონამდე თანამშრომელს უხელფასო შვებულებაში გაუშვებენ.

კენჭისყრა სენატში კაპიტოლიუმის შენობასთან საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა.

 

 

დღის ამბები