06 ოქტომბერი 2024,   10:35
ვრცლად
აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ახალი სტრატეგიის საჯარო ნაწილში საქართველოც არის ნახსენები

პენტაგონმა შეერთებული შტატების მთავარი სამხედრო მოწინააღმდგეები დაასახელა. უწყებამ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ქვეყნის ეროვნული თავდაცვის ახალი სტრატეგია პირველად გამოაქვეყნა.

დოკუმენტში მთავარ საფრთხეებად არა ტერორიზმი, არამედ რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეაა დასახელებული. მათთან სტრატეგიული მეტოქეობისთვის პენტაგონი დამატებითი ინვესტიციის აუცილებლობაზე საუბრობს.

ეროვნული თავდაცვის ახალი სტრატეგიის საჯარო ნაწილში საქართველოც არის ნახსენები.

"ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საქართველოში, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთში დემოკრატიული პროცესების დისკრედიტაციისა და დაზიანებისთვის უკვე იწვევს საკმარის შეშფოთებას, თუმცა როდესაც ეს გაერთიანებულია ბირთვული არსენალის გაფართოებასა და მოდერნიზებასთან, გამოწვევა სრულიად ნათელია"- წერია დოკუმენტში.

დღის ამბები