06 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
უკრაინის ქალაქ ოდესაში ორმხრივ სროლას პოლიციელი ემსხვერპლა

უკრაინის ქალაქ ოდესაში სროლას პოლიციის თანამშრომელი ემსხვერპლა. შემთხვევა ეჭვმიტანილის დაკავების მცდელობის დროს მოხდა.

ეჭვმიტანილმა, რომელსაც მანამდე ნაცნობ მამაკაცთან კონფლიქტი მოუვიდა, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა.

ორმხრივი სროლის დროს სამი პოლიციელი დაიჭრა, თუმცა ერთი მათგანის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ოპერაციის დროს თავად ეჭვმიტანილიც მოკლეს. მისი ბინის ჩხრეკისას საცხოვრებელში წარსულში ნასამართლევი ორი პირიც აღმოჩნდა. ისინი სამართალდამცველებმა დააკავეს.

 

დღის ამბები