06 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
"ძლიერ საზოგადოებას ლიდერი არ სჭირდება“ - საპროტესტო მსვლელობა მოსკოვში

"ძლიერ საზოგადოებას ლიდერი არ სჭირდება“ - ამ ლოზუნგით მოსკოვში ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. რუსეთის დედაქალაქის ქუჩებში ასობით აქტივისტი გამოვიდა.

დემონსტრანტები რუსეთში ნეოფაშიზმის გაძლიერებასა და ადამიანების დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის არსებობას აპროტესტებდნენ.

აქციაზე რუსეთში მოკლული უფლებადამცველები და ჟურნალისტებიც გაიხსენეს. 

დღის ამბები