06 ოქტომბერი 2024,   10:35
ვრცლად
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებს ქვიშის შტორმმა გადაუარა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებს ქვიშის შტორმმა გადაუარა. სტიქია დიარ-ბაქირისა და მარდინის პროვინციებს დაატყდა თავს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერმა ქარმა მტვერი სირიიდან და ერაყიდან წამოიღო, რის შემდეგაც თურქეთის რეგიონები ყვითელმა ღრუბელმა დაფარა.

ცუდი ხილვადობის გამო სტიქიის ზონაში ავიამიმოსვლაც შეფერხდა. გადაიდო რამდენიმე რეისი. 

დღის ამბები