06 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
აფრინში ანტიტერორისტული ოპერაცია დაწყებულია, შემდეგი მემბიჯი იქნება - რეჯეფ ტაიფ ერდოღანი

სირიაში, აფრინში ანტიტერორისტული ოპერაცია, ფაქტობრივად, დაწყებულია, შემდეგი მემბიჯი იქნება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა. 

მისი თქმით, დასავლეთმა უნდა გაიაზროს, რომ თურქეთი არის მოკავშირე, რომელთანაც რეგიონში თანამშრომლობა საჭიროა.

ერდოღანმა მოუწოდა დასავლეთს, "გადახედოს საკუთარ პოლიტიკას სირიაში და შეწყვიტოს თანამშრომლობა ქურთ ტერორისტებთან", რომლებიც ამერიკამ და ევროკავშირმა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანეს. 

თურქეთის პრემიერმა კი  არმიის შტაბ-ბინაში განაცხადა, რომ დღეიდან ანკარა სირიის აფრინის რეგიონში სახმელეთო ოპერაციას იწყებს.

ბინალი ილდირიმის თქმით, ქვედანაყოფების მობილიზება საზღვართან უკვე მიმდინარეობს.

ოპერაციის მიზანი ქურთი მებრძოლების სრული განადგურებაა, რომლებსაც ოფიციალური ანკარა ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს.

სამხედრო მეთაურობის ინფრომაციით, არმიამ საჰაერო და საარტილერიო იერიშების შედეგად ქურთი მებრძოლების 108 სამიზნე გაანადგურა. მსხვერპლის შესახებ ინფრომაციას კი არ აზუსტებს.

ქურთების ინფორმაციით, თურქეთის არმიის იერიშების შედეგად, დაიღუპა, სულ მცირე, 10 ადამიანი, უმეტესობა მშვიდობიანი მოსახლეობაა, მათ შორის ერთი გარდაცვლილი 8 წლის ბავშვია. 

 

დღის ამბები