06 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
ქაბულში, სასტუმრო "ინტერ-კონტინენტალში" ანტიტერორისტული ოპერაცია დასრულდა

მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია დასრულდა ცოტა ხნის წინ ქაბულში, სადაც ტერორისტებმა მორიგი თავდასხმა მოაწყვეს.

შეიარაღებული პირები სასტუმრო ინტერ-კონტინენტალში შეიჭრნენ და იქ მყოფი ხალხი მძევლად აიყვანეს.

თავდასხმის დროს სასტუმროში ერთდროულად ორი ქორწილი და კონფერენეცია მიმდინარეობდა. შესაბამისად, ტერორსტების ტყვეობაში ადგილობრივები და უცხოელები აღმოჩნდნენ.

თავდამსხმელებმა შენობაში შეჭრისთანავე ხალხს ცეცხლი გაუხსნეს. არის მსხვერპლიც.

არსებული ინფრომაციით, დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

სასტუმრო ინტერ-კონტინენტალთან მობილიზებული იყო სპეცრაზმი და უცხოური სამხედრო ქვედანაყოფები. ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

ძალოვანების ინფორმაციით, ყველა თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

დღის ამბები