06 ოქტომბერი 2024,   10:37
ვრცლად
პრაღის ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

პრაღის ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.

ცეცხლი ქალაქის ცენტრში მდებარე 4-ვარსკვლავიან სასტუმრო ევროსტარ-დეივიდს გვიან ღამით გაუჩნდა.

ადგილზე მისულმა სამაშველო სამსახურებმა პერსონალისა და ტურისტების ევაკუირება მოახდინეს. სასტუმროდან 50-მდე ადამიანი გაიყვანეს, თუმცა ყველას გადარჩენა ვერ შეძლეს.

წინასწარი ინფრომაციით, დაღუპულია ორი ადამიანი, მათი ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.

მაშველები მსხვერპლის რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ, რადგან 5 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. სასტუმროს შენობაში საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.

დღის ამბები