06 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
ანტისამთავრობო გამოსვლები რუმინეთში

რუმინეთი ანტისამთავრობო გამოსვლებმა მოიცვა. ათი ათასობით ადამიანი ბუქარესტის ცენტრში შეიკრიბა და მთავრობის მიერ დაგეგმილი სასამართლო რეფორმა გააპროტესტა.

მომიტინგეები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები არღვევს კანონის უზენაესობის პრინციპს, ასუსტებს სასამართლო ხელისუფლებას და კორუფციის გაზრდას შეუწყობს ხელს.

ოპოზიციისა და საზოგადოების უკმაყოფილება საკონსტიტუციო ცვლილებების ის ნაწილი იწვევს, რომელიც პროკურატურის საქმიანობას ეხება.

ახალი რეგულაციები საგამოძიებო უწყებას კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებაში უფლებამოსილება მნიშვნელოვნად შეუზღუდავს.

ოპოზიცია მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების გადახედვისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

დღის ამბები