06 ოქტომბერი 2024,   10:37
ვრცლად
თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინის რეგიონში - დღეს გაეროს საგანგებო სხდომა გაიმართება 

აფრინის რეგიონში, თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მოთხოვნით დანიშნული გაეროს საგანგებო სხდომა, დღეს გაიმართება.

ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს. ოფიციალური პარიზის ამ მოთხოვნას ანკარა ტერორისტების მხარდაჭერად აფასებს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუდ ჩავუშოღლუს თქმით, პარიზის ეს ქმედება თურქეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება.

დღის ამბები