06 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
სირიაში შექმნილი ვითარების გამო აშშ შეშფოთებას გამოთქვამს

შეერთებული შტატები ჩრდილოეთ სირიაში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს თურქეთს, უსაფრთხოების საკითხებში არსებულ პრობლემებთან ბრძოლის საკითხში, თუმცა ანკარას აფრინის რეგიონში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მასშტაბებისა და ხანგრძლივობის შეზღუდვისკენ მოუწოდებს.

სირიის ჩრდილოეთ რეგიონში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა მხარეებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. ზიგმარ გაბრიელის თქმით, თურქეთმა და ქურთულმა დაჯგუფებებმა - ორივემ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლისთვის დიდი ძალისხმევა გასწიეს, ხოლო მორიგი შეიარაღებული კონფრონტაცია კი სირიას არ სჭირდება.

დღის ამბები