18 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
ახმეტაში სარწყავ არხში 41 წლის მამაკაცს ეძებენ

ახმეტაში სარწყავ არხში 41 წლის მამაკაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამუკა ძებნიაური 19 იანვრის შემდეგ აღარავის უნახავს.

დაკარგულს პოლიცია ორი დღის განმავლობაში ეძებდა, ამჯერად კი, ძებნის ოპერაციაში სამაშველო ჯგუფები და ადგილობრივები ჩაერთნენ.

ამ დროისთვის მაშველებმა 4 კილომეტრამდე სიგრძის ტერიტორია შეამოწმეს, მათ შორის, ერთი საირიგაციო გვირაბიც. დაკარგულს ჯერჯერობით ვერ მიაკვლიეს.

დღის ამბები