06 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
ლოს ანჯელესში მსახიობთა გილდიის გამარჯვებულები გამოავლინეს

ლოს ანჯელესში მსახიობთა გილდიის გამარჯვებულები გამოავლინეს. რიგით 24-ე ცერემონიის ფავორიტი ფილმი „სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე“ გახდა, რომელმაც სამ ნომინაციაში გაიმარჯვა.

სურათის მთავარი როლის შემსრულებელი ფრენსის მაკდორ-მანდი ქალებს შორის წლის საუკეთესო მსახიობად აღიარეს. ამავე კატეგორიაში მამაკაცებს შორის რჩეული კი, გარი ოლდმენი გახდა.

მსახიობთა გილდიის დაჯილდოების ცერემონიაში კარიერაში მიღწეული წარმატებისთვის საპატიო ჯილდო მორგან ფრიმენს გადასცეს.

ხვალ კი, "ოსკარის" ნომინანტთა ვინაობა გახდება ცნობილი. 

დღის ამბები