06 ოქტომბერი 2024,   10:35
ვრცლად
აშშ-ის ფედერალური მთავრობა დაფინანსების არ არსებობის გამო, კვლავ ვერ მუშაობს 

უკვე მესამე დღეა შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობა დაფინანსების არ არსებობის გამო, ვერ მუშაობს. კომპრომისის მიღწევა სენატორებმა სამუშაო კვირის დაწყებამდე ვერ მოახერხეს, რის შემდეგაც დაფინანსების გაგრძელებასთან დაკავშირებით კენჭისყრა დღეს შუადღისთვის გადადეს.

კრიზისის გამოწვევაში "დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" ერთმანეთს ადანაშაულებენ. "დემოკრატები" საემიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებას ითხოვენ, თუმცა "რესპუბლიკელები" აცხადებენ, რომ ფედერალური უწყებების მუშაობის აღდგენამდე, ვერანაირი შეთანხმება ვერ მოხდება.

ბოლოს შეერთებული შტატების მთავრობამ მუშაობა 2013 წელს შეწყვიტა. კრიზისი მაშინ 16 დღეს გაგრძელდა.

დღის ამბები