06 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე ახალი მოლაპარაკების დაწყებას მხარი დაუჭირა

გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ კოალიციური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით ახალი მოლაპარაკების დაწყებას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება დელეგატებმა პარტიის ყრილობაზე მიიღეს.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის „ქრისტიან დემოკრატიულ“ ალიანსთან მოლაპარაკების დაწყებას 362 დელეგატი დათანხმდა.

ეს არის პირველი შემთხვევა გერმანიის თანამედროვე ისტორიაში, როდესაც არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ფორმირება ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდება. 

დღის ამბები