06 ოქტომბერი 2024,   10:35
ვრცლად
დიდთოვლობა და ზვავსაშიშორებაა დავოსში, სადაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე რეკორდული რაოდენობის სახელმწიფო ლიდერებს ელოდებიან

დიდთოვლობა და ზვავსაშიშორებაა შვეიცარიის ქალაქ დავოსში, სადაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დღეს რეკორდული რაოდენობის სახელმწიფო ლიდერებს ელოდებიან. შეფერხებულია მიმოსვლა საკურორტო ქალაქისკენ მიმავალ გზაზე. აქ თოვლის საფარის სიმაღლემ ერთნახევარ მეტრს გადააჭარბა.

უამინდობის გამო ფორუმის მონაწილეთა ნაწილი, მსოფლიო ლიდერებისა და ბიზნესმენების ყოველწლიურ შეხვედრაზე დროულად ჩასვლას ვერ ახერხებს.

უხვი ნალექის გამო, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათასობით დამსვენებელი გარესამყაროს იყო მოწყვეტილი. პარალიზებული იყო სარკინიგზო მიმოსვლაც. ადგილობრივი მეტეოროლოგიური სამსახურები დღეს ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან.

დღის ამბები