06 ოქტომბერი 2024,   10:38
ვრცლად
დონალდ ტრამპმა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტს მოაწერა ხელი

დონალდ ტრამპმა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტს მოაწერა ხელი და შეერთებული შტატების მთავრობის მუშაობა განაახლა. დროებითი ბიუჯეტის ხელმოწერით, ქვეყანაში ე.წ. "შათ დაუნი" დასრულდა და ფედერალური სამსახურები 3 დღის წინ შეწყვეტილ მუშაობას გააგრძელებენ.

კრიზისი მას შემდეგ დადგა, რაც თეთრი სახლის საემიგრაციო პოლიტიკით უკმაყოფილო "დემოკრატიულმა პარტიამ" ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. 3 დღის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით არ ფუნქციონირებდა სახელმწიფო დაწესებულებების დიდი ნაწილი.

პარტიებმა ბიუჯეტის პროექტზე შეთანხმებას სენატში გუშინ მიაღწიეს, მთავრობის მუშაობა 8 თებერვლამდე აღდგება.

დღის ამბები