06 ოქტომბერი 2024,   10:38
ვრცლად
თურქეთის მიერ სირიის აფრინის რეგიონში წარმოებულ სამხედრო ოპერაციას პირველი თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა

თურქეთის მიერ სირიის აფრინის რეგიონში წარმოებულ სამხედრო ოპერაციას პირველი თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქი სამხედროები ადასტურებენ. პარალელურად, ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს ქურთ მებრძოლებსა და თურქეთის მხარეს მებრძოლ სირიელ ამბოხებულებს შორის.

ადგილზე მომუშავე სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, შეტაკებებში ორივე მხრიდან, სულ მცირე 54 მებრძოლი დაიღუპა.

ოფიციალური ანკარა შეერთებულ შტატებს ქურთი მებრძოლების დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. რეგიონში დამატებითი ძალების გადაყვანის შესაძლებლობას ქურთული მხარე განიხილავს.

ოპერაცია, სახელწოდებით "ზეთისხილის ტოტი", თურქეთმა საჰაერო და სახმელეთო ძალების გამოყენებით, 3 დღის წინ დაიწყო, რითაც სირიის 7 წლიან ომში ახალი ფრონტი გახსნა. 

დღის ამბები