06 ოქტომბერი 2024,   10:33
ვრცლად
თურქეთი საერთაშორისო გაერთიანებას სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

თურქეთი საერთაშორისო გაერთიანებას სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ქვეყნის ვიცე პრემიერის განცხადებით, თუ ამერიკელებს სურთ სირიის საკითხზე ოფიციალურ ანკარასთან თანამშრომლობა, მათ ქურთი მებრძოლების დახმარება უნდა შეწყვიტონ.

მეოთხე დღეა სირიის ჩრდილოეთით ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ თურქეთის სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს. აფრინის რეგიონში თურქეთის მხარდაჭერით სირიელმა მებრძოლებმა რამდენიმე სოფელიც დაიკავეს.

ავიაციის გარდა, ოპერაციაში ჩართულია სახმელეთო ძალებიც.

სირიაში მესამე ფრონტის გახსნა გაეროს უშიშროების საბჭოში რიგგარეშე სხდომაზეც განიხილეს, თუმცა წევრებს თურქეთი არ გაუკრიტიკებიათ.

ბოლო მონაცემით, აფრინის რეგიონში სამხედრო მოქმედებების შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები