06 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
კარლეს პუჩდემონი კატალონიის ავტონომიის პრეზიდენტის პოსტზე ოფიციალურად წარადგინეს

კარლეს პუჩდემონი კატალონიის ავტონომიის პრეზიდენტის პოსტზე ოფიციალურად წარადგინეს. კატალონიის პარლემენტის სპიკერის განცხადებით, პუჩდემონი პირველია ამ თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატთა სიაში. ავტონომიის ყოფილი ლიდერი, რომელიც ამჟამად ბრიუსელს აფარებს თავს, პრეზიდენტობის კანდიდატად დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა დაასახელეს.

ოფიციალური მადრიდი აცხადებს, რომ კარლეს პუჩდემონის კატალონიის ლიდერად არჩევა უკანონო იქნება, რადგან რეგიონის კანონმდებლობით, ყველა კანდიდატი კენჭისყრის დროს დარბაზში უნდა იმყოფებოდეს.

ამ პრეტენზიას არ იზიარებენ დამოუკიდებლობის მომხრე დეპუტატები. მათი განცხადებით, პუჩდემონი კენჭისყრაში მონაწილეობას თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით - დისტანციურად მიიღებს.

პრეზიდენტის არჩევნები კატალონიის პარლამენტში 31 იანვარს გაიმართება. 

დღის ამბები