06 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
ბრიტანეთის გენშტაბის ხელმძღვანელი რუსეთის მხრიდან კონფლიქტის ინიცირებას არ გამორიცხავს

ბრიტანეთის გენშტაბის ხელმძღვანელი რუსეთის მხრიდან კონფლიქტის ინიცირებას არ გამორიცხავს. ლონდონის კვლევით ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას ნიკ კარტერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სიძლიერე გარანტირებული უნდა იყოს ისეთი მოწინააღმდეგის პირისპირ, როგორიც რუსეთია.

გენერლის შეფასებით, მოსკოვი ე.წ. მწვანე კაცუნებს აღარ გამოიყენებს და ისეთ მეთოდს შეარჩევს, რომელიც ყველასთვის მოულოდნელი იქნება.

მსგავსი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ნიკ კარტერი თავდაცვითი ხარჯების გაზრდის ინიციატივით გამოდის.

დღის ამბები