22 დეკემბერი 2024,   10:17
ვრცლად
"ეს არის მთავრობის ხელწერა და ამას აკეთებს სტრასბურგის სასამართლოში მტკიცებულებების მოსაგროვებლად"- ნიკა გვარამია BBG Watch-ის სტატიაზე საუბრობს

BBG Watch-ის მიერ ვაშინგტონსა და თბილისის წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ  "რადიო თავისუფლების" სათაო ოფისი ქართულ ბიუროს "რუსთავი 2"-თან თანამშრომლობას აიძულებს, „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი გამოეხმაურა.

ნიკა გვარამიას თქმით, ეს ყველაფერი ხელისუფლების სურვილს უკავშირდება, რომ სტრასბურგის სასამართლომდე „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მსგავსი განცხადებები გაჟღერდეს.

გვარამიას აზრით, ეს კონტექსტი ჯდება იმ საერთო სურათში, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამაუწყებლო კომპანიის მისამართით ჟღერდება.

„მე საერთოდ არ ვიცი, რა წყაროა, წარმოდგენა არ მაქვს, რა კავშირში ვართ "რადიო თავისუფლებასთან." არასდროს მათთან კომუნიკაცია ჩვენი ინიციატივით არ გვქონია. არასდროს არაფრისთვის მიგვიმართავს. ერთადერთი გამონაკლისია, როდესაც თვითონ მოგვმართეს თხოვნით და ჩვენ პასუხი გავეცით და მის მერე კომუნიკაცია აღარ შემდგარა. ჩემთვის ეს გაურკვევლობა ერთადერთი რამით იხსნება, რაც ბოლო კვირის ტენდენციაა, ერთ-ერთი პარტიის მიერ დაწყებული და ახლა გაუგებარი წყაროს მიერ თუ სიტუაციით გაგრძელებული, „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ერთი კონკრეტული ხაზი გამოიკვეთა, რომ უნდა იძახო უკონტექსტოდ მათ შორის, როცა ეს არაფერ შუაშია, როცა შეცდომას დაუშვებს არხი და გინდა, რომ მოუწოდო, გამოასწორო ეს შეცდომა, იქაც უნდა მიაწერო, მერე რა რომ საჭირო არ არის, მაინც უნდა ეწეროს, იმიტომ, რომ ყველაფერი დაწერილი რჩება. ახლა აქ სრულიად არაფერ შუაშია „რუსთავი 2“, აქაც უცებ ამოხტა, ერთი და იგივე ტექსტი, აბსოლუტურად იდენტური ტექსტი პირველ და მეორე შემთხვევაში.

"მე ეს მაფიქრებინებს, რომ ეს არის მთავრობის ხელწერა და ამას აკეთებს სტრასბურგის სასამართლოში მტკიცებულებების მოსაგროვებლად, როგორი ერთი მიმართულების წყარო და მედიაა „რუსთავი 2“ და მისი დახურვა არ გამოიწვევს მედიათავისუფლებისა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და ეძებს დასაყრდენებს. ეს მტკიცებულებები განფენილია არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ განცხადებებში, არამედ ოპოზიციური პარტიის განცხადებაში, აგერ თავისუფალი მედიის განცხადებაში. ეს ძალიან გასაგები მეთოდია, ალბათ, ამას გაგრძელება კიდევ ექნება,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები