06 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. გვიან ღამემდე მომიტინგეები მსოფლიო ლიდერებისა და ბიზნესმენების მორიგ შეკრებასა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტს აპროტესტებდნენ.

20-მდე მომიტინგემ, ფორუმის საწინააღმდეგო შეძახილებით, უსაფრთხოების კორდონის გარღვევა შეძლო. თუმცა, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ტერიტორია მალევე დაატოვებინეს.

ტრამპის ვიზიტი ციურიხში და ჟენევაშიც გააპროტესტეს. დავოსში დონალდ ტრამპს პარასკევს ელოდებიან. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაძლიერებული უსაფრთხოების პირობებში მიმდინარეობს.

საკურორტო ქალაქში 5 ათასზე მეტი პოლიციელი და სამხედრო მოსამსახურეა მობილიზებული.

დღის ამბები